ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ახლა, დანებების დრო არ არის“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მთავრობებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს გაბრეიესუსის განცხადებით,  კორონავირუსის გავრცელებას ზოგიერთი ქვეყანა სთანადო საფრთედ არ აფსებს და მთავრობებს აფრთხილებს, ეომ ეს „სასწავლო წვრთნა“ არ არის.

მისივე თქმით, ეპიდემიის უკუგდება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური, კოორდინირებული მიდგომით.

„ეს სასწავლო წვრთნა არ არის. ახლა, დანებების დრო არ არის არც ბოდიშების დროა. არ არის იმის დრო, რომ თამაშიდან გახვიდეთ. ქვეყნები მსგავსი სცენარისთვის ათწლეულები ემზადებოდნენ. ახლა დროა, რომ ამ გეგმებით ვიმოქმედოთ“,-აღნიშნა გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 55 600-ია.

 

 

იტვირთბა....