საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მორიგ საპროტესტო აქციას მართავს და მერიას სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფარულად გასხვისებაში ადანაშაულებენ.
მოსახლეობის ცნობით, ისინი მიწის ფართს საიჯარო ხელშეკრულებით ფლობდნენ, ვადის გასვლის შემდეგ კი ადგილობრივ ხელისუფლებას დაკანონების მოთხოვნით მიმართეს.
თუმცა, მათი თქმით, მუნიციპალიტეტმა მათგან ფარულად გაასხვისა და საპარტნიორო ფონდს გადასცა.
“კიდევ ერთხელ მოგვატყუეს. არავითარი შედეგი არ არის. გაგვიყიდეს მიწა, საიდანც ჩვენი ძირითადი შემოსავალი გვქონდა. ახლა რა ვქნათ, რით ვარჩინოთ ოჯახები. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ისე გაყიდეს ამხელა ტერიტორია, არც კი გაგვაფრთხილეს. ზოგს ვაზი აქვს გაშენებული, ცოდო არა ვართ. რა ვქნათ ახლა. როგოც გვეუბნებიან, საპარტნიორო ფონდმა შეისყიდა და ნუშის ხეხილს აშენებს,”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საუბარია 500 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ისინი სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის წლები იყენებდნენ. როგორც ცნობილია, დღესვე მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმას გუბერნატორის ადმინისტრაცია.
ცნობისთვის, მიწების დაბრუნების მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია ერთხელ უკვე გამართა. მაშინ, მათ პროტესტს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და პრობლემის მოგვარებისთვის დრო ითხოვა.