ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წალენჯიხაში შესაძლო საკარანტინო სივრცის მოწყობას ადგილობრივები აპროტესტებენ

წალენჯიხაში, სოფელ ფოცხოეწერში მდებარე სასტუმრო “ენგურში” შესაძლოა კორონავირუსის შესაძლო მქონე პაციენტებისთვის საკარანტინო სივრცე მოეწყოს.

საკარანტინო სივრცის მოწყობას ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს. მათი თქმით, დაუშვებელია, რომ რისკის ზონაში მყოფი პირები დასახლებულ პუნქტთან ახლოს იყვნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი შესაბამის სამსახურებს აქ კარანტინის მოწყობის უფლებას არ მისცემენ, ეს საფრთხის შემცველია.

სასტუმრო “ენგურში” აცხადებენ, რომ ადგილზე საკარანტინო სივრცის მოწყობის შესახებ ჯერჯერობით  მათ ინფორმაცია არ აქვთ.

იტვირთბა....