“მმართველი გუნდი მზად არის, საარჩევნო ბარიერის საკითხი მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე განიხილოს… თუ ამას 1%-იანი ბარიერი უზრუნველყოფს, მზად ვართ, ეს განვიხილოთ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები დააფიქსირა. ვნახეთ, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს მოლაპარაკების მაგიდაზე დადებულ პირობებს, მათ შორის შედარებით დაბალი ბარიერის დაწესებას“
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის საკითხზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე ოფიციალური და არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. დიალოგის მაგიდასთან მსხდომ მხარეებს კონსენსუსისთვის არ მიუღწევიათ.