ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი კრიმინალური ავტორიტეტის თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაყვანას მოითხოვენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი 28 თებერვალს თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, თუმცა იმავე დღეს ციხეში დააბრუნეს.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ ლავასოღლი შიმშილობს და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
აქციის მონაწილეები საკონსულოსთან თურქეთის სასამართლოს დაგაწყვეტილებას ელიან, რომელიც 15:00 საათზე გახდება ცნობილი.
სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი რა ფორმით გააგრძელებენ ლავასოღლის ახლობლები პროტესტის გამოხატვას.
შეგახსენებთ, რომ ლავას ოღლის დაპატიმრების ვადა თურქეთში 28 თებერვალს ამოიწურა და აქამდე ის საქართველოსთვის უნდა გადმოეცათ. თუმცა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.
სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.