მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ სამივე პირ – კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ პირობითი მსჯავრი სამ-სამი წლით და 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდებულებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი მომხდარის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდნენ.
თუმცა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბუდაღაშვილმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება მხოლოდ ფორმალობის გამო გააკეთა და რეალურად თავს დამნაშავედ არ გრძნობდა.
20 ივნისის საქმეზე დაკავებული 19 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას მხოლოდ ბესიკ თამლიანი არ ეთანხმება. მისი საქმე გამოეყო კახაბერ კუპრეიშვილის, ზურაბ ბუდაღაშვილის და ცოტნე სოსელიას საქმეს, რომლებმაც ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდაოდ ცნეს, რაც მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი გახდა.