სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალემ” ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფომანსი გამართა.
აქცია სლოგანით “სოლიდარობა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს” და “აჭარის ტელევიზიაში სუს-ია“ გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტები აჭარის ტელევიზიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ბიძინა ივანიშვილი “სუს”-ის მეშვეობით ცდილობს.