ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

სამგორში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა

სამგორის რაიონში კიდევ ერთი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა. ქვემო სამგორში, ქინძმარაულის ქუჩის მეორე შესახვევში, N9 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე და სტადიონი მოეწყო. ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

სკვერში კაუჩუკისსაფარიან ზედაპირზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები. ჩატარდა ჰიდროთესვის სამუშაოები. ასევე, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სკვერის გარშემო კი დამცავი მოაჯირია მოწყობილი.

სკვერში მოეწყო 400 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, რომელიც შშმ პირთათვის ადაპტირებულია. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა და მაყურებელთათვის ტრიბუნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 149 560 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.

იტვირთბა....