ხაშურში დაჭრილი 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ხაშურში ახალგაზრდა ქალი გუშინ დაჭრეს. ქირურგიული ოპერაცია ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.