“ხშირად საუბრობენ, რომ ქვეყანაში სიღარიბე თითქოს მცირდება. არადა მსოფლიო ბანკის მონაცემებს რომ შევხედოთ უკიდურესი სიღარიბე, რომელიც ითვლება 1,9$ დღეში 2017 წელს გაიზარდა 5%-მდე და დანარჩენი ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის და დანარჩენი ინფორმაციით, კიდევ ისე უფასურდება ლარი რომ კიდევ უფრო იზრდება სიღარიბე. ადამიანის შემოსავალი თბილისის გარდა დანარჩენ ქვეყანაში არის დაახლოებით იმდენი რამდენიც არის შემოსავალი აფრიკულ ქვეყნებში. ანუ ჩვენი მოსახლეობა არათუ ევროპას ვუახლოევდებით, ისე ცხოვრობენ, როგორც ხალხი ცხოვრობს დღეს აფრიკაში.”
ირაკლი ყიფიანი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
“ტვ პირველი”