კომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დღეს ბრალდების მხარის 3 მოწმე უნდა დაიკითხოს.
ნიკა გვარამიას ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, აქამდე გამოკითხული ყველა მოწმე ნიკა გვარამიას უდანაშაულობას ადასტურებს და სჯერა, რომ დღევანდელ პროცესზეც ასე იქნება.
“ყველა დაკითხულმა მოწმემ, ბრალდების მხარის მოწმემ დაადასტურა, რეალურად, ნიკა გვარამიას და სხვა ბრალდებულების უდანაშაულობა და, დარწმუნებული ვარ, დღესაც ასე იქნება. კითხვები იმასთან დაკავშირებით გვექნება, რომ არანაირი საეჭვო გარემოებები არ არსებობს, არანაირი სიყალბე არ არსებობს და ყველაფერი განხორციელდა ისე, რომ შესაბამისობაში იყო კანონმდებლობასთან,”- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურორის თქმით, სასამართლო პროცესზე კომპანია “ინტერმედიას” ბუღალტერი და სამშენებლო კომპანიის 2 წარმომადგენელი დაიკითხება.