“ამ ეტაპზე, რაღაც განსაკუთრებული ზომების მიღება, გარდა იმისა, რაზეც ჯანდაცვის მესვეურნი რეკომენდაციას იძლევიან, მე ვფიქრობ, ამის იქით არც უნდა ჩაერიოს არავინ რელიგიის საკითხებში… ამგვარი მსჯელობა, რომ ზიარების წესში რამე შეიცვალოს, შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება, არ იცის და არ სჯერა, რომ ღმერთთან ურთიერთობაში შედის ზიარების დროს. მორწმუნე ადამიანი ზიარების დროს იღებს იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს – ეს არის მაკურნებელი. ამიტომ, მსჯელობა ამ თემაზე შეუძლებელია ეკლესიის შიდა სივრცეში. ამის შესახებ მსჯელობა შესაძლებელია იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ზიარება საიდუმლოს არ წარმოადგენს”
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
“დიანა ტრაპაიძის დღის ამბები” – “ტვ პირველი”
ასე უპასუხა ჯაღმაიძემ შეკითხვას, განიხილება თუ არა კორონავირუსის გამო, ზიარების წესის შეცვლა.