მთავარი ციტატა

” ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ პოლიტპატიმრების ბედით ვაჭრობას გააგრძელებს, არ გამოუვა”

“თუ იქნება 130/20-ზე შეთავაზებული, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით. ეს დაადასტურეს ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც არიან ციხეში. მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ასე პოლიტპატიმრების ბედით ვაჭრობას გააგრძელებს, რისი იმედიც მას აქვს და დაითანხმებს ვინმეს არსებითად არაპროპორციულ სისტემაზე, როგორც ახლა არის შემოთავაზებული, ეს მას ნამდვილად არ გამოუვა”.

სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი

აღნიშნულით კაპანაძე გიგი უგულავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეუნებულ წერილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია საარჩევნო სისტემაზე. 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....