საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი დააკავეს.
“მეტრონომს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი დაუდასტურეს.
„ვადასტურებთ უკანონო დაკავების ფაქტს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.