საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ტელეკომოანია „იბერია ტვ-ს“ საქმეზე, 1.6 წლით პატიმრობა, ხოლო მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს 40-ათასლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.
ამასთან, ადეიშვილს დამატებით სასჯელად 2.3 წლით, თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, გიორგი ლაცაბიძეს კი, 3 წლის ვადით.
გამოძების ინფორმაციით, დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს“ სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.