aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ” – გახარია

გახარია
aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა და აუცილებელია მასთან ბრძოლისთვის მთავრობა არ მოდუნდეს.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს, არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გახლავთ ის შედეგები, რომელსაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გლობალური გამოწვევაა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და კიდევ უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა ერთობლივი ბრძოლის.

ჩვენ ვალდებულები ვართ მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, ვიდრე ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ”, – აცხადებს გახარია.

 

იტვირთბა....