“პრეზიდენტი არანაირი ზეპარტიული ფიგურა არ გახლავთ. ის არის პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას თავს ივანიშვილმა მოგვახვია. ის არ საუბრობს პრობლემებზე, მაგალითად კორუფციაზე, ინფლაციის მაღალ მაჩვენებლეზე, არ საუბრობს არაფერზე. არ საუბრობს იმაზე რომ მედიაზე შეტევაა. გეგონება, მსგავსი რამ არ ხდება ქვეყანაში… კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან საკითხებზე ნაკლებს ილაპარაებს. რადგაან შარია მისი ყოველი ახალი განცხადება”.
ოთარ კახიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი წლიური ანგარიშით წარსდგა. ზურაბიშვილის გამოსვლას ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები არ დაესწრნენ.