“მოლაპარაკების შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ვფიქრობ არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომლებიც ცდილობენ პროცესის დასრულებას და გამოხატავენ სურვილს მოიძებნოს კომპრომისი. საბოლოოდ კიდევ ვიტყვი, რომ თუ დიალოგის პროცესში იქნება წარმატება მიღწეული, ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი საქართველოს მხრიდან ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”
კარლ ჰარცელი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის საკითხზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე ოფიციალური და არაფორმალური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.