ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხეში საზღვარგარეთიდან შემოსულ მოქალაქეებს მედიკოსები აკვირდებიან

აბასთუმანი

 

კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, საზღვარგარეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეებს მედიკოსები აკვირდებიან.

პროცესს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალციხის ცენტრი მეთვალყურეობს.

უწყებაში ამბობენ, რომ ტემპერატურის მომატება ან ვირუსის ნიშნები არცერთ იზოლირებულ პირს აღენიშნება. ექვსი მოქალაქე კი სახლში რჩება, მათ საზოგადოებისგან იზოლირების რეკომენდაცია მიიღეს.

კონტროლიდან მოიხსნა ერთი პირი, რომელსაც საზღვარი არ გადმოუკვეთავს, თუმცა საბაჟო გამშვებ პუნქტში მუშაობის გამო მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 203-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 93 ათასზე მეტი ადამიანი.

ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა არგენტინასა და ჩილეში.

 

 

იტვირთბა....