ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 9 წლის ბიჭის მდგომარეობა “მძიმე, მაგრამ სტაბილურია”

ბათუმში, ლიფტის შატხაში ჩავარდნილი 9 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც “მეტრონომს” “ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში” განუცხადეს, მოზარდს პოლიტრავმა აღენიშნება.

“ამ ეტაპზე რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური. გაუარესების გარეშეა. მცირე, უმნიშვნელო დინამიკა არის, მაგრამ რჩება მძიმედ. აქვს პოლიტრავმა – თავის ტრავმა გარეგანი დაზიანებებით, მუცლის ტრავმა. ჩატარდა მენჯის ძვლების მობილიზაცია. ღია ქირურგიული ჩარევა არ ჩატარებულა. სპონტანურ სუნთქვაზეა, გონებაზეა, კონტაქტურია, მაგრამ ზოგადი დაჟეჟილობებითა და ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, რჩება მძიმე”, – უთხრა “მეტრონომს” ბათუმის “დედათა და ბავშვთა ცენტრის” მორიგე-რეანიმატოლოგმა, დარეჯან ბერიძემ.

9 წლის ბიჭი ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში მე-7 სართულიდან ჩავარდა.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

იტვირთბა....