„ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს. არსებობს იმის სხვადასხვა სცენარები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არაფერი არ არის გარანტირებული, მაგრამ შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის”
კარლ ჰარცელი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის საკითხზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე ოფიციალური და არაფორმალური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.