პრემიერმა გახარიამ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერი ინსტაგრამზე თავად წერს.
როგორც ირკვევა, ეს ფაშინიანისთვის მეხუთე ლეკვი იქნება, რომელსაც უკვე სახელიც შეურჩიეს – “ბომბორა”.
„ეს სუფთა ჯიშის ყაზბეგურია. ბატონო პრემიერ-მინისტრო, რასაც თქვენ მოისურვებთ, ის დაარქვით”, – უთხრა გახარიამ ფაშინიანს.
შეგახსენებთ, 3-4 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობდა.