„ანტისეპტიკების და პირბადეების დეფიციტი, მარტო საქართველოში არ არის. დეფიციტი აქვს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას. ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას. დეფიციტი რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება. ამავე დროს გვაქვს სხვა საშუალებებიც, საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის. შეგვიძლია ხელები საპნით დავიბანოთ, შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში. ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ“
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევა ფიქსირდება.