“კარანტინში, დღევანდელი მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი”, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
გამყრელიძის თქმით, 150-მდე ადამიანი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებშია განთავსებული.
მისივე განცხადებით, ლუგარის ცენტრში დილიდან 23 ნიმუში იყო შესული და არც ერთ შემთხვევაში, ახალი კორონავირუსი არ დაფიქსირდა.
კარანტინში, დღევანდელი მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი. ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში.
შესაძლო ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში არის 29 პაციენტი, 5 – სეფსისის ცენტრში, 7 – ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში.
დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში არის უარყოფითი. ამჟამად შესულია კიდევ დამატებით 6 ნიმუში, რომელთა კვლევა მიმდინარეობს”, – უთხრა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებს.