საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევისთვის მაქსიმუმი გააკეთა და ოპოზიციონერ წევრებს უნიკალური ფორმულა შესთავაზა.
მდინარაძე აღნიშნულით ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთნაირად მოუწოდებს, დათმობაზე წავიდნენ, რათა შეთანხმება შედგეს.
მისივე თქმით, ახლა ჯერ ოპოზიციაზეა და ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება .
თუკი საქართველოში ახლა მიმდინარე პროგრესი უნდა შეივსოს ერთი მთავარი კომპონენტით, რასაც შეთანხმება ჰქვია, ამ შეთანხმებაში პასუხისმგებლობა თანაბრად გვეკისრება ყველას. ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე გვაქვს გათავისებული. ჩვენ ყველანაირ ნაბიჯზე, ყველანაირ დათმობაზე წავედით, შესაბამისად, ბურთს რომ ახსენებდნენ ხოლმე ვის მოედანზეაო, ახლა ხო ყველა დარწმუნდა, რომ ბურთი არის მათ მოედანზე, ჯერი მათზეა და მათი გადასაწყვეტია, დაეთანხმებიან თუ მოიგონებენ საბაბს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.