“პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესს თუ ვერ ვიხილავთ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“
ადამ კინზინგერი – აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე
აღნიშნული განცხადება კონგრესმენმა “ამერიკის ხმასთან“ გააკეთა.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას, არაერთი ოფიციალური თუ არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, კონსენსუსისთვის არ მიუღწევია.