ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ლავას ოღლი საქართველოსა და თურქეთს სტრასბურგში უჩივლებს ” – ადვოკატი

კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი აპირებს, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ლავას ოღლის ადვოკატი ავრცელებს.

მისი განცხადებით, მინდია გორაძის უფლებები უხეშად შეილახა, რადგან საექსტრადიციო პროცესი გაიწელა.

მისივე თქმით, ლავას ოღლი 28 თებერვალს გაათავისუფლეს და სადეპორტო სივრცეში გადაიყვანეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა წაეყვანა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.

“საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა საბუთი გაუგზავნეს და უნდათ გადმოყვანა. თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა საბუთი არ არის, ან ამბობს არის, მაგრამ წაიყვანონ, ჩვენ ხომ არ წავიყვანთო. აი, ასე ერთმანეთზე გადაბრალებით გრძელდება”, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის განცხადებით, ლავას ოღლის სასჯელის საქართველოში მოხდა უნდა.

შეგახსენებთ,  რომ ლავას ოღლის დაპატიმრების ვადა თურქეთში 28 თებერვალს ამოიწურა და აქამდე ის საქართველოსთვის უნდა გადმოეცათ.

სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

.

იტვირთბა....