ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდგინდა – იტალიური მედია

რომის პაპს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა ვატიკანის პრესსამსაუხურს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პაპი ფრანცისკე შეუძლოდ იყო, რის გამოც მან რამდენიმე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში 3 125 ადამიანია გარდაცვლილი, 91 ათასამდე კი, დაინფიცირებულია.

იტვირთბა....