კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
ვირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ღონისძიებები ასევე გატარდება საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.
ზუგდიდის მერიამ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 3 და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებებიც გააუქმა. ასევე გაიმართა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც ის შესაძლო სივრცეები განიხილეს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, საკარანტინოდ მოეწყობა.