პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციას პოლიტპატიმრობის სულ სხვა სტანდარტი აქვს.
ამის შესახებ ვოლსკიმ, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“პოლიტპატიმრების სხვა სტანდარტი აქვთ ჩვენს ოპონენტებს. ეს უნდა შეაფასოს სხვამ და ამის შეფასება მოხდება არჩევნებზე,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამ დრომდე უცნობია დასხდებიან თუ არა დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან. ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება რჩება. უმრავლესობაში კი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავენ. მმართველი გუნდი ისეთი შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ყველას ინტერესზე მორგებული იქნება.