Agence France-Presse „თალიბანის” წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნულმა რადიკალურმა მოძრაობამ ნაწილობრივი ზავის დასრულება და ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განახლება გამოაცხადა.
ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებენ.
აშშ-სა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებენ.