ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს

„ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პირველ არხს „ენდიაის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესი და რიგითი როტაციაა.

ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობდა.

იტვირთბა....