რუსთაველის, მარჯანიშვილისა და სამეფო უბნის თეატრი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 3 მარტიდან 16 მარტამდე მუშაობას წყვეტს.
სამეფო უბნის თეატრში შეძენილი ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ ან შეინახოთ. რუსთაველის თეატრმა სპექტაკლების განრიგი უკვე განაახლა, რაც შეეხება მარჯანიშვილის თეატრს, განახლებულ განრიგს და ინფორმაციას ბილეთების დაბრუნებასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
მუშაობას არ წყვეტს თავისუფალი თეატრი, სადაც სპექტაკლები განრიგის მიხედვით გაიმართება.