“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ 4 აპრილს დაგეგმილი მასშტაბური აქცია გადაიდოს.
“ჩვენ დავაკვირდებით, ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა ან არ დასტაბილურდა ვითარება, მით უმეტეს თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ასე ვუყურებთ ჩვენ ამ საკითხს. განვიხილეთ საკითხი, ჯერჯერობით საქმე მიდის ცუდად და ამიტომ ცოტა რეალისტურია, რომ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ განიხილოს გადადება. შევხედავთ, თუ გამოსწორდა ვითარება არსებითად, ბევრი ვარაუდია, რომ ტემპერატურის დათბობასთან ერთად, სხვა ვირუსების მსგავსად, აქ შეიძლება ამოიწუროს ეს პრობლემა.
ბუნებრივია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აღარ იქნება გავრცელება, ოღონდ ეს არ ვიცით. თუ არ გამოსწორდა ვითარება, ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, პოლიტიკოსმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ მე მგონი გასაგებია, საითაც მიდის ყველაფერი ხომ, თუ არ გაუმჯობესდა ვითარება, არ დასტაბილურდა და მით უმეტეს თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა, თავყრილობის გადადება ლოგიკურია, რასაც შევატყობინებთ საზოგადოებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციურ სპექტრს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა 4 აპრილს, 16:00 საათზე აქვს დაგეგმილი.