კორეული რელიგიური სექტის შინჩონჯის ეკლესიის წინამძღვარი ლი მან ჰი მოსახლეობას კორონავირუსი გავრცელების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ეკლესიის წინამღვარი პრესკონფერენციის მსვლელობისას მუხლებზე დაეცა და ამგვარად მოიხადა ბოდიში.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო განზრახ ქმედება, ამის გამო ბევრი ადამიანი დაინფიცირდა“,- ამბობს ეკლესიის წინამძღვარი.
BBC-ის ინფორმაციით, ვირუსის ინფიცირების დადასტურებული 4 ათასი შემთხვევიდან, 60% ეკლესიის მიმდევრებში ფიქსირდება. დაღუპულია 26 ადამიანი.
მხოლოდ ერთ დღეში, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 476 შეადგინა.
სამხრეთ კორეული რელიგიური სექტის, შინჩონჯის ეკლესიის ლიდერს, ლი მან ჰის კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის გამო ბრალი წარედგინება. რალი წარედგინება სექტის 11 სხვა წარმომადგენელსაც.
აღნიშნული რელიგიური ჯგუფის ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო.