დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვირუსი ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა, გლობალური სურათი უკეთესობისკენაა შეცვლილი.
ამის შესახებ გამყრელიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის ცნობით, კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 65 ქვეყანაში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, „ჩინეთის გარდა სიტუაცია მთელს მსოფლიოში იძაბება“
„გლობალურად სიტუაცია, კერძოდ, ჩინეთში დამშვიდებისკენ მიდის. დღევანდელი მონაცემები ყველაზე ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული. გლობალურად მსოფლიოში მთლიანად ინფიცირებულია 87 ადამიანი. სწრაფი ტემპით იზრდება დასნებოვებული ქვეყანათა რაოდენობა. ეს არის 65 ქვეყანა, ყველაზე მეტი შემთხვევაა სამხრეთ კორეაში, შემდეგ არის, იტალია, ირანი და სხვა ქვეყნები. ინფექციამ მოიცვა ყველა კონტინენტი და როგორც ვთვქი 65 ქვეყან“,- აცხადებს გამყრელიძე..
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 171 შესაძლო შემტხვევა ფიქსირდება.
„საქართველოში დღის მონაცემებით, 171 შესაძლო შემთხვევაა, რომელიც გამოკვეულად იქნება კლინიკურად და ლაბორატორიულად. მოგეხსენებათ აქედან ლაბორატორიულად სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე მოთავსებულია ბოქსირებულ საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,-აღნიშნავს გამყრელიძე.
ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 97 პაციენტი და სამედიცინო დაწესებულებებში 40 შესაძლო შემთხვევის მქონდე პაციენტი წევს.
მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში კიდევ 14 ნიმუში შემოვიდა გამოსაკვლევად, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება.
ამასთან, გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგაან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც რისკჯგუფებში შედიან.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფეცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. სამივე დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, ორი ირანიდან დაბრუნებული მამაკაცი და ერთი ქალი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.