“პარტიებისთვის, რომლებსაც დღეს უნდათ შეთანხმება, ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი არის ის, რომ არავინ აღარ ენდობა ხელისუფლების ნათქვამ სიტყვას, უნდობლობა არის სრული. შეიძლება დღეს თქვან, რომ გავიტანთ და ზეგ აღმოჩნდეს, რომ შიდაპარტიული დემოკრატია ისევ აღზევდა და არ გადის. ეს უნდობლობა არსებობს და აქვს საფუძველი. მეც არ მაქვს ნდობა, ერთხელ უკვე ძალიან მძიმედ მომატყუა ჩემივე გუნდმა, შესაბამისად, მეც არ მაქვს ნდობა, რომ რაღაცაზე რომც შევთანხმდეთ, ის ბოლომდე გავა”.
თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი