საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, 1998 წლით დათარიღებული, მიწის ნაკვეთების მიღება – ჩაბარების აქტისა და სხვა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უკანონოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი 3 460 კვ.მ. დღეისთვის მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.