aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოხუმთან ახლოს მიწა გასკდა და მანქანა ჩაიყოლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აფხაზეთში, სოხუმთან ახლოს, სოფელ ქვედა ეშერაში, უამინდობის გამო მანქანის სავალი გზის ნაწილზე მიწა გასკდა და მერსედესის მარკის მანქანა ჩაიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

“ჩვეულებრივად მოვდიოდი, თითქოს გზას არაუშავდა, მაგრამ უცებ სასწაული დავინახე, ბავშვი მეჯდა წინ, გზა თითქოს უცებ დასრულდა, მანქანა ჩაეშვა ქვევით, ჩავვარდით, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა” – განაცხადა მძღოლმა.

ავტომობილი სპეციალური ტექნიკით ამოიტანეს. ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....