“ხელისუფლების ცვლილება მაინც მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ. რა მოდელიც არ უნდა არსებობდეს, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ უკეთესი მოდელი იყოს ქვეყნისთვის. უფრო სიმშვიდე იყოს და უფრო მშვიდ გარემოში შევიდეთ პოლიტიკურ კამპანიაში. თუ ივანიშვილს ეს ინტერესი არ აქვს, ბუნებრივია, შეუძლია საერთოდ არაფერი შეცვალოს, ან შეცვალოს “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ხმების გამოყენებით, ან ნებისმიერი სხვა კომბინაციით, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავს მატყუარას, გადამგდების იმიჯს ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ”
თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის საკითხზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ამის მიუხედავად, მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსთვის არ მიუღწევია.