სინგაპურში, მინისტრები და ქვეყნის პრეზიდენტი ერთი თვის განმავლობაში ხელფასს არ აიღებენ, ხოლო კორონავირუსზე მომუშავე ექიმებს პრემიებს დაურიცხავენ. გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პირობებში ხარჯების შესამცირებლად მიიღეს. დანაზოგს კი, სამედიცინო პერსონალის პატივსაცემად პრემიის სახით გადაუხდიან.
რაც შეეხება მთავრობის წევრების ანაზღაურებას, 2012 წლის მონაცემებით, სინგაპურის მთავრობა დაახლოებით 800 ათას აშშ დოლარს იღებს, ხოლო 2018 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წლის განმავლობაში დაახლოებით 2-ჯერ მეტი 1.5 მლნ დოლარი, მიიღო.