ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა – ეს შტატებში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

სააგენტო „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი სიეტლის მახლობლად გარდაიცვალა.

აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა წყარო უცნობია, რადგან ინფიცირებულებს ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ არ უმოგზაურიათ და არც დაავადებულ ან უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ჰქონიათ კონტაქტი.

ჯამში შტატებში კორონავირუსით 62 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 42 საკრუიზო ხომალდიდან გადაყვანილი პირია, რომლებიც კალიფორნიასა და ტეხასში კარანტინში არიან მოთავსებული.

იტვირთბა....