კორონავირუსის ეპიდემიის გამო იაპიანიაში ალუბლის ყვავილობის ფესტივალი გაუქმდა. “სიენენის” ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი იაპონიაში ტურისტების მიზიდვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, თუმცა წელს არ ჩატარდება.
ფესტივალი გაუქმდა ტოკიოსა და რამდენიმე სხვა ქალაქშიც.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 2900 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი, ჯამში კი დაინფიცირებულია 85 000 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად სამი შემთხვევაა დადასტურებული.