ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოსული ორი მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს

ბოლონია-ქუთაისის რეისით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 97 მგზავრი ჩამოფრინდა. იტალიიდან ჩამოსულმა მგზავრებმა სამედიცინო შემოქმება გაიარეს, ანკეტები შეავსეს და მათ სპეციალისტებმა შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს.

როგორც ქუთაისის აეროპორტში მყოფმა ექიმებმა განაცხადეს, ორ მგზავრს დაუდგინდა მაღალი ტემპერატურა.

ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანი გორის კლინიკაში, მეორე კი კერძო სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანა.

იტვირთბა....