კორონავირუსთან დაკავშირებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით არდადეგები გამოცხადდება.
არდადეგების გამოცხადების შესახებ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანია.