ახალი ამბები მთავარი

Ryanair-მა კორონავირუსის გამო მილანის მიმართულებით ფრენები შეამცირა

Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა. მიზეზი კორონავირუსია. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში ორჯერ განხორციელდება.

მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.

იტვირთბა....