ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ოპოზიცია რაიმე საბაბის ძებნას არ დაიწყებს, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული” – ირაკლი კობახიძე

“თუ ოპოზიცია რაიმე საბაბის ძებნას არ დაიწყებს, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგება” – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა. სადაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობდა.

კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე მმართველი გუნდისგან საინტერესო და ორიგინალური იდეები გაჟღერდა.

“საინტერესო შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო არის საარჩევნო სისტემის საკითხი, რაზეც დიდხანს ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენ გავაჟღერეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები, საარჩევნო მოდელთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს,რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში, რაციონალური და სამართლიანი დოზით. ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რომელიც შემიძლია, მოგაწოდოთ. შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ეს უზრუნველყოფს პლურალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს საქართველოს პარლამენტში, იქნება ჩამოყალიბებული რაციონალური დოზით საპარლამენტო უმრავლესობა, ამ ყველაფრის გარანტიებს შეიცავს ის იდეები, რომლებიც ჩვენ გავაჟღერეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქნეს მიღწეული შეთანხმება შესაბამის მოდელთან დაკავშირებით, თუ ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები არ დაიწყებენ რაიმე საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული”, – განაცხადა კობახიძემ.

შგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

იტვირთბა....