ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აჭარა TV-ის ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში პროტესტი დუმილით გამოხატეს

აჭარის მაუწყებელში, ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში, მიმდინარე პროცესები წუთიერი დუმილით გამოხატეს.

“ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით. აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი ქართული ოცნებიდან. ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით” – თქვა გადაცემის “მთავარის” წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, გადაწყვეტილებით, დღეს, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....