31 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელია. პრევენციის მიზნით, “საქართველოს ბანკის” ფილიალმა მუშაობა დროებით შეაჩერა.აღნიშნული ფილიალი დადიანის ქუჩაზე მდებარეობს.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.
პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.
ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი.