მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 858-მდე გაიზარდა, ხოლო, ინფიცირებულია 83 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 36 ათასს აჭარბებს.
COVID 19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლიეტუვასა და ნიგერიაში. ორივე შემთხვევაში ინფექცია იტალიიდან დაბრუნებულ პირებს დაუდგინდათ.
კორონავირუსის 655 შემთხვევა და გარდაცვალების 17 ფაქტი ფიქსირდება იტალიაში. ინფიცირებულთა რიცხვი 2 ათასს გადაცდა სამხრეთ კორეაში, დაღუპულია 13 ადამიანი. ირანში კი ვირუსის 245 შემთხვევა და გარდაცვალების 26 ფაქტი ფიქსირდება, ინფიცირებულთა შორისაა ირანის ვიცე-პრეზიდენტიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის შემთხვევა მასთან არ გამოვლინდება.